სოსო ფხაკაძე საწვავის ხარისხის კონტროლზე: რეგულაციები ძალიან სუსტია
“ბიზნესი როცა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს, ე.ი აქ ობიექტური რეალობაა” – ასე აფასებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე ინიციატივას. სოსო ფხაკაძე განმარტავს, რომ პრობლემა საკმაოდ მძაფრი და აარსებული სუსტი რეგულაციები მის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„ყველა - დიდი, მცირე, თუ საშუალო კომპანია უნდა აკეთებდეს ერთ რაღაცას - ხარისხიანი საწვავი უნდა შემოჰქონდეს ქვეყანაში. ამ ფაქტორის უგულვებელყოფა არ შეიძლება, თუ არის დასასჯელი მსხვილი კომპანია, უნდა დაისაჯოს. თუ მომავალში თეორიულად იქნება ახალი რეგულაციები, ყველასთვის უნდა იყოს უმკაცრესი, როდესაც საქმე ეხება ეკოლოგიურ პრობლემებს.
ვფიქრობ, დღეს არსებული რეგულაციები, ძალიან სუსტია. ბიზნესი როცა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს, ე.ი აქ ობიექტური რეალობაა, თორემ არ შეიძლება ბიზნესი მისი თვისებიდან გამომდინარე, ამას ითხოვდეს. პირიქით, რეგულაციების შესუსტებას ითხოვს ხოლმე, მაგრამ აქ ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურ ვითარებაზეა საუბარი, კარგი იქნება, თუ მისი გაუმჯობესება მოხდება.“ - განაცხადა ფხაკაძემ.