ბიზნესი
31/03/2021

სოსო ფხაკაძე: პრემიერმა დაგვამშვიდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის გენერალური დირექტორი, სოსო ფხაკაძე პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია.

3 საათიანი აუდიენციის შემდეგ ფხაკაძემ განხილულ საკითხებზე დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კერძო სექტორი დაამშვიდა.

„ძალიან დაგვამშვიდა. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“,- განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.