ბიზნესი
19/07/2021

სოსო ფხაკაძე: გარე რეკლამის აუქციონში მონაწილეობას მივიღებთ, გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

გარე სარეკლამო ბაზრის კომპანია „ალმა“ მერიის გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

„ჩვენი ჯგუფი უკვე 23 წელია ჩართულია გარე რეკლამის ბიზნესში და, ვფიქრობთ, საკმაოდ წარმატებით ვუძღვებით ამ საქმეს. "ვისოლ ჯგუფი" სარეკლამო მიმართულებით ფლობს სხვადასხვა ტიპის აქტივებს და ამ აუქციონში გამარჯვებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ბიზნესი არის ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება და როგორც აღვნიშნე ჩვენთვის ძალიან ღირებულია გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების მოპოვება,” - განუცხადა ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპრივატიზაციო უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას.

მისი ინფორმაციით, აუქციონის საწყისი ღირებულებაა 32 მილიონი ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, აუქციონის საფუძველზე, დედაქალაქში, მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა თბილისის მერიამ „აუთდორ.ჯის“ გადასცა, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – „სმოდ ედვერთაისინგს“.

თავის მხრივ, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ალმა“ გახდა. თბილისში შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022