სოსო ფხაკაძე: ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას
ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები საქართველს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდებიან. შეხვედრა დახურულია.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ბიზენს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ დღესდღეობით, ეპიდვითარება მეორე საკითხია და უმთავრესია ეკონომიკისა და ბიზნესის სრულად გახსნა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული საკითხების დაყენებას. საკმაოდ კარგი ნაბიჯებია ამ მხრივ გადადგმული, რაღაც მოსაზრებები გვაქვს და ამას აუცილებლად ვიტყვით შეხვედრაზე. ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ეკონომიკასა და ბიზნესზე კონცენტრირებაა. აქამდე ვიძახდით, რომ ეპიდვითარებას ვაკვირდებოდით. ეს იყო ჩვენი აპრიორი, მაგრამ დღეს არსებული ვითარების გამო, ვფიქრობთ, ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას“, - განაცხადა ფხაკაძემ