ბიზნესი
24/09/2020

"სოკარის" მხარდაჭერით პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში 8 დღიანი "ბანაკი 2020" ჩატარდა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში, მშვილდოსნობისა და მკლავჭიდის ჩემპიონატებში, პარაოლიმპური სპორტის სახეობაში ბოჩასა და მჯდომარე ფრენბურთბში. ასევე, ჩატარდა ჩემპიონატი ჯომარდობაში, საქართველოს პირველობისთვის.

სიმბოლურად, 8 აგვისტოს პეინტბოლისა და საბრძოლო ფარიკაობის შეჯიბრებებიც ჩატარდა. ამავე დღეს გაიმართა კულინარიული დუელიც, რომლის ძირითადი თემატიკაც სწორედ 2008 წლის ომით განისაზღვრა.

ყველა აქტივობა სპორტული ფედერაციებისა და პროფესიონალი მსაჯების ჩართულობით მიმდინარეობდა. პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნებისთვის კი ფასიანი პრიზებიც დაწესდა.

კომპანია „სოკარი“ პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე ორი წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022