ბიზნესი
14/09/2020

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა" და "კია მოტორს ჯორჯიას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 სექტემბერს, „კია მოტორს ჯორჯიას“ შოურუმში, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ და „კია მოტორს ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები მომხმარებლებს არაერთ ერთობლივ აქციას, კამპანიას, სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებენ. რამდენიმე აქცია კომპანიის დირექტორებმა მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე გააჟღერეს.

შეთანხმების შედეგად, მომხმარებელი, რომელიც „კია მოტორს ჯორჯიაში“ ახალ ავტომობილს შეიძენს, სპეციალურ ენერჯი ბარათს მიიღებს, რომელზეც საჩუქრად დარიცხული ექნება 40 ლიტრი საწვავი. გარდა ამისა, აღნიშნული ენერჯი ბარათით, მომხმარებელი ბენზინსა და დიზელზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ასევე, სპეციალური ენერჯი ბარათი გადაეცემათ „კია მოტორს ჯორჯიას“ ავტოსერვისის მომხმარებლებს. ბარათის მეშვეობით, ისინი „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს 20 თეთრიანი ფასდაკლებით შეიძენენ. სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ „სოკარის“ ენერჯი ბარათის მფლობელებიც „კიას“ ავტომობილის შეძენისას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში, „სოკარის“ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე „კიას“ Pop-up შოურუმებიც მოეწყობა.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ და „კია მოტორს ჯორჯია“ მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს და მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022