ბიზნესი
10/09/2020

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ რამდენიმე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ უახლოეს მომავალში დასავლეთის მიმართულებით რამდენიმე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

„მსგავსი ტიპის გასაჩერებელი და დასასვენებელი ადგილების არსებობა მნიშნელოვანია. ასეთ ადგილებს შორის მინიმუმ, 50 კილომეტრიანი დაშორება მაინც უნდა იყოს, რომ აზრი ჰქონდეს. სამომავლოდ, მსგავსი ტიპის ობიექტებით მთელი ავტობანის დაფარვას ვაპირებთ. თბილისი-სარფის მონაკვეთზე კიდევ ორი, ან სამი ობიექტი შეიძლება გაკეთდეს. დაახლოებით, ჩუმათელეთის ტერიტორიაზე და შემდეგ სარფთან ახლოს და გურიაში“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორმა, ლევან გიორგაძემ.

მისივე თქმით, თერჯოლასთან მდებარე მულტიფუნქციურ კომპლექსში შემოდგომის სეზონზე ნაკლები დატვირთვით მუშაობას ელოდებიან, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.

„ამ ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს. პანდემიის დროსაც და მის გარეშეც შემოდგომა და ზამთარი ბევრად უფრო ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე ზაფხული. რა თქმა უნდა, ველოდებით ვარდნას. იმაზე დიდ ვარდნას, ვიდრე პანდემიის გარეშე იქნებოდა, თუმცა ივლის-აგვისტომ ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა. მოქალაქეები არ გადიან ქვეყნის გარეთ და უფრო მეტი მოძრაობა არის ქვეყნის შიგნით არის. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო ხშირად დადიან საკუთარი ავტომობილებით, ვიდრე ტურისტები. მგონია, რომ იმაზე უკეთ იქნება სიტუაცია, ვიდრე ველოდით მარტში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო“,- განმარტა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022