"სოკარ ენერჯი ჯორჯია" ყიზილაჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტულ კომპლექსს ააშენებს.
მშენებლობა,1157 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე 8 თვეში დასრულდება და მისი საინვესტიციო ღირებულება 2,400,000 ლარია.
კომპლექსი დახურულ მულტიფუნქციური სპორტული სივრცე იქნება სხვადასხვა სპორტული სახეობებისათვის, როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე.
კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონ როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა - ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.