ბიზნესი
15/03/2021

სოფო ჭყონია "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ქალიშვილის შეყვანა თემურ ჭყონიამ ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამ ნაბიჯით საბჭოს შემადგენლობა 4 წევრამდე გაზარდა.

სოფო ჭყონიას გარდა საბჭოში არიან გიორგი ახალაძე და შალვა გიგაია, საბჭოს თავად თემურ ჭყონია ხელმძღვანელობს, რომელიც Coca-Cola-ს მწარმოებელ კომპანიაში აქციების 87.47%-ის მფლობელია.

სოფო ჭყონია წლებია მოდის ინდუსტრიაშია. ის ქვეყნის მთავარი მოდური ღონისძიების Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორია.

2019 წელს სოფო ჭყონია The Business of Fashion-ის რეიტინგში მოხვდა. #BOF500 ყოველწლიურად მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს.

 

ფოტო: fashionholicsonline.com

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022