ბიზნესი
24/12/2020
სითი მოლში რიგებს რობოტი გააკონტროლებს
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები უკცე გაიხსნა. მაღაზიის მეპატრონეებს მგზავრთა ნაკადის მართვა და სხვა რეგულაციების მკაცრი კონტროლი მოეთხოვებათ.
უკვე გაიხსნა "სითი მოლიც". როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რიგებს სავაჭრო მოლში რობოტი გააკონტროლებს.
დახურული რჩება ბაზრობები.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით,დიდ ქალაქებში, სავაჭრო ცენტრები დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე 2 იანვრის ჩათვლით, იმუშავებს.
დარღვევების შემთხვევაში ობიექტი დაჯარიმდება ან საქმიანობა შეუჩერდება. მთავრობა აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება.