ბიზნესი
24/11/2020

Sinohydro-ს ქართული ბიზნესი - ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორმა 121 მლნ-ის შემოსავალი მიიღო 

Sinohydro-ს ქართული ბიზნესი - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორი ჩინური კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს 121.76 მილიონ ლარს გადააჭარბა. წლიურად ზრდა (39.3%)  აღემატებოდა.

კომპანიამ წელი მოგებით დაასრულა, რომლის მოცულობა 15.7 მლნ ლარია. 2018 წელს კი, კომპანიას 21.1 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა.

Sinohydro საქართველოს სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს,  სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგების მიხედვით.

პროექტები ფინანსდება ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აგრეთვე აზიის განვითარების ბანკის და ევროპის ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრებით.

კომპანიის მიერ განხორციელებული და მოქმედი პროექტებია:

1) რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია ე-60 გზის (143-ე კმ-ზე) FEWHIP-AF/CW/ICB-01

2) თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია პირველი და მე-3 სექცია კონტრაქტის # P42414-SUTIP2-ICB-1.03-2013

3) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ 30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-01/03

4) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-02

5) E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო, ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი LOT 1 (კმ 0+000-კმ5+800). კონტრაქტი # EWHCIP/CW/ICB-01

6) სამტრედია-გრიგოლეთის - 60 გზატკეცილის 11+500 კმ - 30+000 კმ მონაკვეთის მშენებლობა.

 

Businesspartner