ბიზნესი
07/09/2020

"სილქნეტმა" წლის პირველი ნახევარი 40 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

184.9 მლნ ლარის შემოსავალი და 39.6 მლნ ლარის ზარალი - „სილქნეტმა“ 6 თვის შედეგები გაასაჯაროვა.

კომპანიას შემოსავლები უმნიშვნელოდ აქვს გაზრდილი, წლიურ ჭრილში ზრდა მხოლოდ 870 ათასი ლარია. თუმცა ზარალი მკვეთრად - 41%-ით  არის შემცირებული შარშან ამავე პეროდთან შედარებით (2019 წლის 6 თვე - 56.03 მლნ) 

შემოსავლებში მობილური გამავალი ზარიდან მიღებული შემოსავლები 49.6 მლნ იყო; ფიქსირებული ინტერნეტიდან  - 49.4 მლნ; მობილური ინტერნეტიდან - 30.68 მლნ, Pay TV -დან  -  22.3 მლნ; ურთიერთჩართვის მომსახურებიდან -  10.3 მლნ იყო, როუმინგიდან  - 1.3 მლნ, სადაც შემოსავლები განახევრებულია.

„სილქნეტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19 -ის პანდემიისას სატელეკომუნიკაციო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სექტორად არის მიჩნეული. უფრო მეტი სახლში გატარებული დრო კი ნიშნავს  Pay TV -სა და ნაკადური გადაცემის მომსახურებებზე მოთხოვნის ზრდას.

„მიუხედავად იმისა, რომ ქცევის აღნიშნული ცვლილებების ნაწილი არის დროებითი, ხელმძღვანელობას სჯერა, რომ დაჩქარებული დიგიტალიზაციის მოდელები დარჩება და გრძელვადიან პერიოდში კომპანიას მისცემს დამატებით პოტენციალს ციფრულ მომსახურებაზე მომატებული მოხმარების და მზარდი მოთხოვნის ლევერიჯი მოახდინოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან აღნიშნულია, რომ ჯგუფი აკვირდება გაზრდილ ინტერნეტ ტრაფიკს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტოს აღჭურვილობის განახლება ან საერთაშორისო არხის გამტარუნარიანობის გაზრდა. თუმცა, ამ დრომდე  ჯგუფი არ მიიჩნევს საჭიროდ ფართომასშტაბიან განახლებას,

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022