ბიზნესი
09/07/2020

სილქნეტის მფლობელთა სტრუქტურაში ისევ ცვლილებაა

მორიგი ცვლილება „სილქნეტში“, ამჯერადაც  ბენეფიციარების ცვლილების გარეშე  - საკომუნიკაციო კომპანიის მფლობელი „სილქნეტ ჰოლდინგის“ მეწილე ისევ შეიცვალა, კომპანიის 95%-იანი წილი, რომელიც 135,28 მლნ დოლარად არის შეფასებული და პრომეთეუს ჰოლდინგს ეკუთვნოდა, მალტაში რეგისტრირებულ კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედის კაპიტალში შევიდა.  

საბოლოოდ, კომუნიკაციების კომისიიდან მიღებული თანხმობით, “სილქნეტ ჰოლდინგის”  95% მფლობელი სავარაუდოდ უნდა გახდეს  „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“, თუმცა მარეგულირებელთან შეთანხმებულ გარიგებაში წერია, რომ ბენეფიციარი მფლობელები  უცვლელად დარჩებიან.

ტრანზაქციის განხორციელებამდე და ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ, „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები ასევე უცვლელი რჩება.

ამ გარიგებით „სილქნეტის“ 100%-ის მფლობელი, „სილქნეტ ჰოლდინგის“ ღირებულება მისი მფლობელების შეფასებით, 142 მლნ დოლარია.  

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023