ბიზნესი
17/01/2021

სილიკონ ველიზე შექმნილი Exadel-ი BTU-სთან პარტნიორობას იწყებს

სილიკონ ველიზე შექმნილი Exadel-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის და საუნივერსიტეტო პარტნიორობას BTU-სთან იწყებს. 

ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული 23 კომპანიით, ათ საუკეთესო სერვისის პროვაიდერ კომპანიებს შორის დასახელებული Exadel-ი ტრენინგების პირველ კურსს სრული დაფინანსებით ჩაატარებს.

6 კვირიანი კურსი BTU-ს 25 შერჩეული სტუდენტისთვის თებერვლიდან ამოქმედდება. გადამზადებული კანდიდატები კი საერთაშორისო IT პროექტებში დასაქმდებიან.

"ექსადელი" ტექნოლოგიების სფეროში კურსებს მთელი წლის განმავლობაში ჩაატარებს. კომპანიის საქმიანობის სფეროს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა, რაც გულისხმობს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის (15% და 20%) 5%-ით დაბეგვრას. ამავდროულად დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

შეღავათების ამოქმედებიდან ძალიან მალე ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული აიტი კომპანია EPAM Systems-ისა და Exadel-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.