ბიზნესი
24/08/2020
სიღნაღში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა
სიღნაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანი" ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.
მეურნეობა "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ამოქმედდა და თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. პროექტში 1 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია.
სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 225, კახეთის რეგიონში კი 82 ახალი საწარმო უკვე შეიქმნა.