ბიზნესი
18/05/2023

შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან მაღალბიუჯეტიანი ავტომობილების იმპორტს ახდენენ - ალექსი ნონიაძე

შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან მაღალბიუჯეტიანი ავტომობილების იმპორტს ახდენენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ალექსი ნონიაძემ, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ გასულ წელს, ცენტრალური აზიის ბაზარზე, საშუალოდ, 10 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილები გადიოდა, წელს ეს ფასი 17 ათას დოლარამდეა გაზრდილი.

„შუა აზიის ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის, ჰიბრიდული ავტომობილებია და სწორედ ამ ტიპის მანქანები გადის ექსპორტზე საქართველოდან. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უფრო დაბალ საფასო სეგმენტში არსებულ ავტომობილებს ყიდულობენ, საშუალოდ, 12-13 ათასი დოლარის ღირებულების. თუმცა, ასე ვერ განვაზოგადებთ, ყველა ბაზარზე გადის როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის ავტომობილები“,- განარტა ალექსი ნონიაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოდან მანქანების ექსპორტი, ბოლო 1 წელში, განსაკუთრებით გააქტიურდა სომხეთში. ავტომობილების გაყიდვები განახლდა უკრაინაშიც. როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, საექსპორტო ქვეყნების სიაში ლიდერობენ - აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეტიც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023