ბიზნესი
02/07/2020
შიკრიკი მიტანის სერვისს სექტემბრიდან რეგიონებსაც შესთავაზებს
კომპანია „შიკრიკი“ მიტანის სერვისის სექტემბრიდან რეგიონებსაც შესთავაზებს.
საფოსტო და საკურიერო მომსახურება პირველ ეტაპზე ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში იქნება ხელმისაწვდომი.
ამავე პერიოდში დასრულდება მუშაობა მობილურ აპლიკაციაზეც, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის მტკიცებით, მომხმარებელს შეკვეთის გაკეთებას გაამარტივებს.
„შიკრიკის“ გაფართოვებისთვის 30-50 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და მხოლოდ ოფისებში კურიერების გარდა 15-მდე ადამიანი დასაქმდება.