ბიზნესი
26/11/2020

შეზღუდვების ეკონომიკური ფასი - რამდენით შეამცირებს ზრდას ახალი რეგულაციები

გიორგი გახარია ამბობს, რომ დამატებით ამოქმედებული შეზღუდვები ეკონომიკის ზრდაზე გავლენას მოახდენს.

პრემიერმა განმარტა, რომ ამ შეზღუდვებს თავის ეკონომიკური ფასი ექნება, იმავდროულად დასძინა, რომ შეზღუდვების მიუღებლობას და დაინფიცირების უკონტროლო ზრდის ეკონომიკური ფასი კი ბევრად უფრო მეტი იქნება.

"შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ", - განმარტა პრემიერმა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები ზრდის ტემპს 0,7%-0,8%-ით შეანელებს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს არ არის კრიტიკული არსებულ მაჩვენებლების ფონზე, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია აღსრულება.

"სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვების აღსრულების გაკონტროლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შესაბამისი უწყებები ორგანიზაციებისა და ბიზნესების მხრიდან მის დაუცველობას მკაცრად გააკონტროლებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.