შეზღუდვები და სტანდარტები – ბიზნესის კითხვებს შრომის მთავარი ინსექტორი უპასუხებს
ბიზნესსექტორი კორონავირუსის პერიოდში არსებულ შეზღუდვებთან და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით პასუხებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღებს.
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება და მონაწილეობის მიღება ყველა მსურველისთვის ნებადართულია. ორგანიზატორების განმარტებით, მთავარი მიზანი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ბუნდოვანი საკითხების აღმოფხვრაა. კერძოდ, საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
• ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია;
• საქმიანობის აღდგენის ნებართვის გაცემის პროცედურები და ვადები;
• საქმიანობის ნებართვის აღდგენის მოსაპოვებლად გასათვალისწინებელი
აუცილებელი მოთხოვნები;
• მეწარმე სუბიექტებისთვის საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებული
ნებართვის მინიჭების შემდგომი მონიტორინგი;
• საჯარიმო სანქციები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
შეხვედრა 8 მაისს 16:00 საათზე, ZOOM-ის ონალაინ პლატფორმაზე გაიმართება.
შეხვედრაზე დასარეგისტრირებელი ფორმა: https://bit.ly/3fpv7Ba.