ბიზნესი
14/09/2020

შეუვალი და მკაცრები ვიქნებით - ნათია თურნავა ბიზნესს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. თუმცა ნათია თურნავა კომპანიებსა და იქ დასაქმებულებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან დაწესებული ნორმები.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იცავს თითოეული ბიზნეს სუბიექტი და იქ დასაქმებული ადამიანი დაწესებულ რეკომენდაციებსა და წესებს. ჩვენ მარტო ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება და არ იქნება, არც მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები იქნება. მაგრამ მოხდება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიაში ინფიცირების შემთხვევები, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, იცავენ თუ არა წესებს თანამშრომლები. ეს არის პირბადეები, სოციალური დისტანცია და ცნობილი და მარტივი წესები. აი, ამაში ჩვენ შეუვალები და მკაცრები ვიქნებით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022