ბიზნესი
15/07/2020
შესაფუთი მასალების ინდუსტრიას COVID-მა შემოსავლები შეუმცირა
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების ნახევარზე მეტმა პანდემიის შედეგად შემოსავლების 50% დაკარგა. კომპანიების 83% მიიჩნევს, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათი ბიზნესისთვის. ასეთია ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის შედეგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ბიზნესში შექმნილი ვითარების ანალიტიკურ შეფასებას ისახავდა მიზნად.
კვლევის ფარგლებში 500-ზე მეტი საწარმო გამოიკითხა.
დოკუმენტის მიხედვით, შესაფუთი მასალების მწარმოებელთა მხოლოდ ნახევარმა შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება კრიზისის პირობებში.
კომპანიების თითქმის 17%-მა თანამშრომლებს სთხოვა შვებულებაში გასვლა ანაზღაურების გარეშე, ასევე 17%-მა დროებით შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა.