ბიზნესი
25/02/2021
"შესაძლოა ზოგიერთმა სასტუმრომ ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ შეუძლიათ მოემზადონ და გაიხსნან"
ეკონომიკის მინისტრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებას ელის. ნათია თურნავას განმარტებით, ბიზნესმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
"რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება, ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოემზადონ და გაიხსნან. თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, სეზონი გრძელდება. კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს რესტორნებს, თუმცა ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში.
ასევე, 8 მარტიდან რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნება. საქართველოს რკინიგზაც პრაქტიკულად 2 დღეში განაახლებს მუშაობას. ახლა მთავარია, ეს დადებით მუხტი შენარჩუნდეს",- განაცხადა თურნავამ.