ბიზნესი
08/10/2020

შეღავათები და საერთაშორისო სტატუსი IT და საზღვაო კომპანიებისთვის - მინისტრის განმარტება

IT და საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭებათ, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კანონით უკვე დადგინდა საერთაშორისო სტატუსის მქონე საწარმოს ცნება.

„განიხილება ორი მიმართულება: IT სფერო, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფით და დასრულებული ნებისმიერი ციფრული პროგრამის დამზადებით და ასევე საზღვაო სერვისები. აქაც საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია: გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოთ. რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ტექნიკური ნაწილებით ან საკვები პროდუქტების მომარაგება. გემთმშენებლობა, ინსპექტირების ჩატარება დარგის მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის საქმიანობები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღებას და ახალი დადგენილების მიხედვით დაიბეგრებიან.

რაც შეეხება პირობებს, რასაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საერთაშორისო სტატუსის მიღებას და შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს.

„კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს შემოსავლების სამსახურში. მოხდება მისი განხილვა და მთავრობა მიანიჭებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს,“- განმარტა ფინანსთა მინისტრმა.