ბიზნესი
23/01/2023
შებოლილი მეგრული სულგუნი 100 საუკეთესო ყველის მსოფლიო რეიტინგში მოხვდა
შებოლილი მეგრული სულგუნი 100 საუკეთესო ყველის მსოფლიო რეიტინგში მოხვდა.
tasteatlas.com-ის აღწერაში მითითებულია, რომ შებოლილი მეგრული სულგუნი ქართული წარმოშობისაა, რომელიც მზადდება ძროხის, თხის, კამეჩის რძისგან, ან შესაძლოა სამივე მათგანის კომბინაციით. ის ნახევრად მაგარი ყველის კატეგორიას მიეკუთვნება და აქვს ელასტიური ტექტურა ბუნებრივი ქერქის ქვეშ.
იმის გამო, რომ ყველი შებოლილია აქვს შებოლილი არომატი და მარილიანი. შიგთავსი ყვითელი ფერისაა, ქერქი კი შებოლვის გამო ოქროსფერი ან მუქი ყავისფერი. იქვე ნათქვამია, რომ ის არაჩვეულებრივად დნება და მისი მირთმევა რეკომენდებულია ღომთან, რომელიც არის ადგილობრივი კერძი სამეგრელოში.
შებოლილი მეგრული სულგუნი ისეთ ყველის სახეობებს შორის იკავებს ადგილს, როგორებიცაა მოცარელა, გორგონძოლა, რადამერი