შავ ზღვაზე ნავთობისა და გაზის კიდევ ერთი მომპოვებელის ვინაობა დეკემბერში გაირკვევა
ვინ განახორციელებს შავი ზღვის მესამე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ძებნისა და მოპოვების სამუშაოებს დეკემბერში გაირკვევა.
მიმდინარე საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა. განაცხადების საჯაროდ გახსნა 22 დეკემბერს მოხდება.
რაც შეეხება II სალიცენზიო ბლოკს აქ გამარჯვებულად უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A გამოცხადდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.
OMV -ს აქვს შესაბამისი გამოცდილებაც. სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარია.
სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ამ მიმართულების განვითარების დიდი პერსპექტივაა. მათ შორის, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს აკვატორიაში გამოიკვეთა ახალი დიდი სტრუქტურები.