ბიზნესი
04/08/2020

შალვა ალავერდაშვილი: 10 000 ლარიანი ჯარიმა ძალიან დიდია

დარღვევებისთვის 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ღონისძიებაა დაჯარიმებული.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში ამბობენ, რომ  საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი ჯარიმები აქვს, რაც COVID-19-ის პანდემიის ფონზე ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმაა.

ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ 10 000 ლარიანი ჯარიმა ძალიან დიდია და ამ თანხის მოგებაზე გასასვლელად რესტორანმა მინიმუმ 4 თვე უნდა იმუშაოს. ამასთან, არის  შემთხვევები, როდესაც ლიცენზრებული ობიექტებიც დაჯარიმდა.

პანდემიის ფონზე სექტორში კრიზისია. 2020 წლის ბოლოსთვის ფედერაცია 75%-იან ვარდნას ელის, რაც ციფრებში ტურიზმიდან 2.5 მილიარდი ლარის ზარალს ნიშნავს, მკვეთრი ვარდნაა დასაქმებულთა   რაოდენობაშიც. თუ გასულ წლებში ზაფხულის სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 300 000 ადამიანი იყო, ეს მაჩვენებელი ახლა 7-8 ათას ადამიანამდეა შემცირებული.

პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად ტურისტული სექტორი სესხების 1 წლით  გადავადებას ითხოვს. სექტორი მეტი სიცხადისთვის რეგულარული ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღებს ელოდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023