ბიზნესი
02/10/2020
სექტემბერში იპოთეკური სესხების გაცემა 20%-ით გაიზარდა
იპოთეკის ბაზარზე გაჯანსაღება შეინიშნება. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გაზრდილია ახალი იპოთეკური სესხების გაცემა.
1-28 სექტემბრის პერიოდში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ზრდამ 20% შეადგინა.
6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მეტწილად უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
ამავდროულად თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაცია 7 დღის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კვლავ დადებითია და 25 სექტემბრის მდგომარეობით წლიურ 10%-იან ზრდას აჩვენებს.