სექტემბერში ჰუალინგის თიზ-ში საქმიანობით რამდენიმე ევროპული კომპანია დაინტერესდა
აზერბაიჯანული,უკრაინული და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიებთან მიმდინარეობს მოალაპარაკებები ჰუალინგის თიზ-ში საწარმოო და სავაჭრო პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამის შესახებ ჰუალინგის თიზ-ის კომერციულმა მენეჯერმა გიორგი როგავამ განაცხადა.
მიუხედავად პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა, სექტემბრის თვეში გამოვლინდა მნიშვნელოვანი მატება სხვადასხვა პროფილის კომპანიების მხრიდან ჰუალინგის თიზ-ის მიმართ ინტერესის გამოხატვის კუთხით. სავაჭრო სფეროში მომუშავე კომპანიებთან ერთად, იკვეთება სხვადასხვა გადამამუშავებელი პროექტების განხორციელების პერსპექტივები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ტექსტილის, კოსმეტიკის, ლუბრიკანტების, სამედიცინო დანადგარებისა და პროდუქციის გადამუშავება/წარმოებისა და მათი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის კუთხით.
სხვა მნიშვნელოვან შეღავათებთან ერთად ჰუალინგის თიზ-ი სთავაზობს კომპანიებს მზა შენობებს უპრეცედენტო შეღავათებით,რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწყის კაპიტალდაბანდებას საწარმოო პროექტებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ასევე იმპორტ-ექსპორტიორებისათვის. მათი მხრიდან გაზრდილი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც, ინვესტორების თქმით, ჰუალინგის თიზ-ში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა და ის უპრეცედენტო შეღავათებია, რაც კომპანიამ ჯერ კიდევ პოსტ - პანდემიურ პერიოდში დაანონსა.