ბიზნესი
26/12/2022

სავაჭრო ცენტრი "საბა" გაფართოებას გეგმავს

სავაჭრო ცენტრი „საბა“  2023 წელს გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი  პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, განიხილება 2 ლოკაცია, მათ შორის, არსებული სავაჭრო ცენტრის (თორნიკე ერისთავის #5) მიმდებარე ტერიტორია და დავით აღმაშენებლის ხეივანი.

კაჭარავა აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებითი დეტალების გასაჯაროებაც იქნება შესაძლებელი.

სავაჭრო ცენტრი „საბა“ 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა კომერციული ფართების გაქირავება. „საბას“ საერთო ფართი 55907 კვ.მ-ია,  შენობა-ნაგებობა - 49000 კვ.მ-ზეა განთავსებული.