ბიზნესი
19/03/2020

სავაჭრო ცენტრებში მაღაზიები იკეტება

სავაჭრო ცენტრებში მაღაზიები დროებით იკეტება, ვარაუდობენ 1 აპრილამდე.

ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომლებიც ოპერირებას უწევენ კონკრეტულ მაღაზიებს ემორჩილებიან მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე უარყოფითი ცვლილებები მოახდინა, შემცირებულია გაყიდვები.

ასოციაცია ამავდროულად მზად არის მზარი დაუჭიროს სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში.

მაღაზიებს შორის, რომლებიც დროებით იხურება, არის: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.

Businesspartner