ბიზნესი
27/10/2020

სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლმა საზღვაო სფეროს შესაძლებლობებზე კვლევა ჩაატარა

საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლმა საზღვაო სფეროს შესაძლებლობებზე პირველი მასშტაბური კვლევა დაასრულა.

კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა გახსნეს, რომელსაც 80-მდე მონაწილე დაესწრო.

"ყველა ინიცირებული კანონპროექტის სწრაფად მიღება, სანაოსნო კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ამ მხრივ ისეთი სახელმწიფოების გამოცდილება, როგორებიცაა მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და დანია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს რეგისტრირებული და დასაქმებული მეზღვაურების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, აუცილებელია სააგენტოს და შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარდეს ღონისძიებები ყველა აქტიური მეზღვაურის სააგენტოს ერთიან რეესტრში აღრიცხვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მეზღვაურთა დასაქმების ერთიანი პორტალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო სფეროს აქტორების და ბიზნეს სუბიექტების გაერთიანება ორგანიზაციული ქოლგის ქვეშ, რომელიც ასევე იქნება დარგის თემატური პლატფორმა და განახორციელებს ინდუსტრიის და მისი მონაწილეების ინტერესთა ლობირებას, აამაღლებს დარგის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგს და დააკავშირებს ყველა ინტერესთა ჯგუფს," - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

"კვლევა გაკეთდა ძირითადად სფეროს პრობლემების შესწავლაზე და შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები. რეკომენდაციების დროს აქცენტი გაკეთდა ისეთი ტიპის მიგნებებზე, რომელიც გაზრდის საზღვაო სფეროდან შემოსავლებს ქვეყნისათვის და სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, ასევე გაზრდის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას," - აღნიშნა ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებში აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოწესრიგება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა.

"ყველა ძირითადი რეკომენდაციები გაზიარებული იქნება საგენტოს მხრიდან და ამ მხრივ გაგრძელდება სააგენტოსთან თანამშრომლობა," - აღნიშა აბაშიშვილმა.

კვლევაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები.