ბიზნესი
24/02/2021

სავაჭრო მოლებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვა 8 მარტიდან მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სავაჭრო მოლებს და ბაზრობებს შაბათ-კვირის შეზღუდვები 8 მარტიდან მოეხსნებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა, შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნა იწყება. ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდანვე განაახლებენ სტუმრების მირებას ზამთრის კურორტებზე სასტუმროები, თუმცა საბაგიეროები 8 მარტიდან გაიხსნება. ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში, ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან. ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1-ელი მარტიდან განაახლებენ საქმიანობას. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშს 15 მარტიდან განაახლებენ. თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023