ბიზნესი
14/07/2020

საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავ რუსეთია

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კვლავინდებურად რუსეთია.

ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა 35.3% (176,0 ათასი ტონა) რუსეთიდან არის იმპორტირებული. 

შემდეგ მოდის რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%), აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%), თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%), ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%); საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%), ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%), ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%); შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

სულ 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 497,9 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.

Businesspartner