ბიზნესი
23/01/2023
საცხოვრებელ უძრავ ქონებზე ფასები გაიზარდა
საცხოვრებელ უძრავ ქონებზე ფასები გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 14.3%-ით არის გაზრდილი, წინა კვარტალთან შედარებით კი ზრდა 5.5%-ია.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსი თბილისის მრავალსართულიან და კერძო ახალ სახლებს მოიცავს. ერთი წლის განმავლობაში ფასები 12.5%-ით მეტად არის გაზრდილი მრავალსართულიან ბინებზე, კერძო სახლებზე კი ფასები 18%-ით არის მომატებული.