ბიზნესი
07/12/2020
საწარმოების ნაწილმა არსებობა შეწყვიტა
,,საქართველოს მეწარმეთა კავშირში“ არსებული საწარმოების ნაწილმა არსებობა შეწყვიტა, წევრების 70%-ის შემოსავალი კი ნულამდე დაეცა. ,,მეწარმეთა კავშირში“ 500-ზე მეტი მცირე და საშუალო მეწარმეა გაწევრიანებული.
,,მეწარმეთა კავშირში’’ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ახალი შეზღუდვების ფონზე, ყოველდღიურად მატულობს იმ მეწარმეების რაოდენობა, რომლებიც მათ დახმარებისთვის მიმართავს. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, მეწარმეობით დაინტერესებული პირების რაოდენობას არ უჩივის, სულ უფრო მეტად მცირდება ადგილობრივი პროდუქციის წარმოება.