სათამაშოების საწარმო "კოდალა" ფართოვდება
სათამაშოების ქართული კომპანია "კოდალა" ფართოვდება.
სოციალურმა საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, ახალ საწარმო ფართში გადასვლას, წარმოების გადაიარაღებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს.
„კოდალა“ 200-მდე ეკოლოგიურად სუფთა ხის ასაწყობ სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვს წარმოსახვისა და მეხსიერების განვითარებაში უწყობს ხელს. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების რეალიზაცია ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, სააგენტოს მხარდაჭერით პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ხორციელდება. ქართველ მომხმარებელს სათამაშოების შეძენა შემდეგ ჰიპერმარკეტულ ქსელებში შეუძლია: სუპერი, გუდვილი, აგროჰაბი და ნიკორა.
საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, აქედან 14 შშმ პირი, გაფართოების შედეგად დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება.
საწარმო თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.