ბიზნესი
22/07/2020
სათამაშოების მწარმოებლები სახელმწიფოსგან ISO სერტიფიცირების პროცესში დახმარებას ითხოვენ
ქართველი სათამაშოების მწარმოებლები სახელმწიფოსგან აისო სერტიფიცირების პროცესში დახმარებას ითხოვენ.
მეწარმეები განმარტავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ სათამაშოებზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა სერტიფიკატების უქონლობის გამო პროდუქციის ექსპორტი ვერ ხორციელდება. ერთ-ერთი მწარმოებელი „მადელაინია“. მეწარმე ამბობს, რომ აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა შეიქმნას ან საზღვრებს გარეთ სერტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მოხდეს.