ბიზნესი
14/07/2020
სასტუმრო პარაგრაფი სტუმრების მიღებას ხვალიდან განაახლებს
სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ხვალ იხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ფეისბუქ გვერდიდან ხდება ცნობილი.
„ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი მონატრებულ სტუმრებს კარს 15 ივლისს გაუღებს. ჩვენ მზად ვართ მასპინძლობისთვის!“-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სასტუმრო კორონივურუსის პანდემიის გამო დახურული იყო.
220-ნომრიან სასტუმროში დასაქმებულია 450 ადამიანი. სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.
სასტუმროს ჯამური ინვესტიცია 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა.