ფოტო: სასტუმრო ELEVEN
ბიზნესი
18/06/2022

სასტუმრო ბიზნესისთვის გაცემული სესხების მხოლოდ 13%-ია ადგილობრივ ვალუტაში

სასტუმრო ბიზნესისთვის გაცემული სესხების მხოლოდ 13%-ია ადგილობრივ ვალუტაში. სებ-მა ტურიზმის და სასტუმრო სექტორის კვლევა წარმოადგინა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ტურიზმის მახასიათებლებს პანდემიამდე და დამატებით, აღწერს COVID-19 შედეგებსა და აღდგენის ტემპებს ამ სექტორში.

მათ შორისაა ინფორმაცია სასტუმროების სექტორის პორტფელის, კონცენტრაციის, შემოსავლის წყაროების და მსესხებლის კატეგორიის მიხედვით.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი, 1 733 სესხი თიბისის აქვს გაცემული, 1 230 საქართველოს ბანკს და 713 კრედიტით მე-3 პოზიციაზეა კრედო.

სესხების 58% მიკროა (MICRO), 32% - მცირე და საშუალო ბიზნესესხია (SME) და 10% - მსხვილი (  CORP). მოცულობის მიხედვით ყველაზე  დიდია CORP-ის - ₾1.9 მლრდ (64%).

კვლევის თანახმად პანდემიურ 2020-ში პორტფელის ზრდა შენარჩუნდა (+ ₾772 მლნ). კურსის ცვლილების ხარჯზე, 350 მლნ-იანი მატებით (45%). 41% (+ ₾314 მლნ) 10 უმსხვილესი სასტუმროს პორტფელის ზრდაზე მოდის.

06/2020-ისთვის კი 2, 08 მლრდ  ლარის სავალუტო პორტფლში, 700 მლნ -ის  მსესხებელი იყო მხოლოდ   ჰეჯირებული. ეს სასტუმრო ბიზნესის ის კატეგორია, რომელის დაფარვის წყარო  დაბალანებულია. ვალუტაში სტაბილური შემოსავალი აქვს.  50%-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორებისგან შესდის.  კატეგორია სხვადასხვა მახასიათებლით დგება. მსხვილქეისიანი  (>₾ 5 მლნ) უნდა იყოს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ეკონომიკის სხვა სექტორების ანალიზზე, მათ შორის უძრავი ქონების დეველოპმენტისა და უძრავი ქონების მენეჯმენტის მიმართულებებით, რომელთა გამოქვეყნებაც იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023