ბიზნესი
29/06/2023

"სასმელის წარმოების ინდუსტრიაში დემპინგური ფასებით ოპერირების პრობლემა არ დგას"

„იმედი მაქვს,  რომ ანტიდემპინგური  კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკა გაიზრდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ეფეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა განუცხადა.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, სასმელის წარმოების ინდუსტრიაში დემპინგური ფასებით ოპერირების პრობლემა არ დგას დღის წესრიგში.

„რაც შეეხება ჩვენს სექტორს, ეს პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს.  ჩვენ ვითხოვდით კიდეც ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოტანას, რადგანაც ის ერთგვარი პრევენციაა,  რომ  ქვეყანაში  არასამართლიანი იმპორტი ან  არასამართლიანი ვაჭრობა არ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ანტიდემპინგურ კანონის არსებობა - ეს არის ძალიან კარგი  წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ჭრილში.“-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

როგორც „ბიზნესპარტნიორისთვის“ გახდა ცნობილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო დემპინგის პირველი "ქეისის" შესწავლას ივლისიდან დაიწყებს.სააგენტოს თავმჯდომარის,  ირაკლი ლექვინაძის განმარტებით ბოლო სამი თვეა სააგენტო დემპინგის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინდუსტრიასთან მუშაობს. ერთ-ერთ მათგანში სააგენტო დასკვნის ეტაპზეა.

ცნობისთვის, ანტიდემპინგური კანონი პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი 2021 წლიდან ამოქმედდა.