ბიზნესი
27/07/2022

სასმელი “კაი“: ქართული ბიზნესისთვის EU-ს ტენდერებში მონაწილეობა შორეული შესაძლებლობაა

ქართული ბიზნესის შესაძლებლობას  ევროპულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა „ბიზნესპარტნიორთან“ პირველი ქართული ბოტანიკურ სასმელის „კაი“  დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე აფასებს და აცხადებს, რომ ეს ქართული ბიზნესისთვის უფრო შორეული შესაძლებლობაა.

მისი ინფორმაციით, რთული სათქმელია ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება.

„შესაძლებლობა საკმაოდ დიდი და კარგია, რამდენად ამას აითვისებს ქართული ბიზნესი და ვიქნებით თუ არა კონკურენტინარიანები, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს,“-აცხადებს ჯირკვალიძე.

მისი  შეფასებით, არსებობს გამოწვევები, რაც ევროკავშირის ბაზრისთვის საჭირო ხარისხის და საჭირო მოცულობების საქონლის წარმოებას უკავშირდება.

„როდესაც ევროპის ბაზარზე შედიხარ, უნდა გქონდეს საკმაოდ სტაბილური ხარისხი და მიწოდების შესაძლებლობა. თუ ასეთი კომპანია ხარ და ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებ, ევროპის ბაზარი ისედაც ხელმისწვდომია. რეალურად, ამ შესაძლებლობით მცირე კომპანიებმა უნდ ისარგებლონ, მაგრამ იმის გამო, რომ მიწოდების სტაბილურობა წარმადობის კუთხით შეიძლება იყოს პრობლემა, ეს ამ ეტაპზე დიდ შედეგს ვერ დადებს. თუმცა, ის, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ვიღაცეებს უბიძგებს ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციები ჩადონ,“-აცხადებს ჯირკვალიძე.

სიტუაციიდან გამოსავალი, ქართული კომპანიებისთვის ადგილობრივ ბაზარზე ფინანსებზე ხელმისწვდომობის გაზრდაა. „ჩემი კომპანიის მაგალითზე ვამბობ, რომ მაგალითად, საბრუნავი თანხების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აცხადებს ჯირკვალიძე.

შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023