ბიზნესი
25/07/2022

ქართული ბიზნესი ევროპულ ტენდერებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.
 
"აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში.  ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში.",- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 
 
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამბობენ, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს.
 
"საგულისხმოა, რომ ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით", - აცხადებენ სააგენტოში. 
 
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023