ბიზნესი
22/01/2021
სარესტორნო ბიზნესი ჯერ ვერ გაიხსნება - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესი ჯერ ვერ გაიხსნება. ნათია თურნავას განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კვების ობიექტებში ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია.
"სარესტორნე ბიზნესი ძალიან სენსიტიური საკითხია. პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში ვარ მათთან ყოველდღიურ კავშირზე. საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მოგვაქვს. მაგრამ რადგან მიჩნეულია, რომ რესტორნები და კაფეები გადადების საფრთხის დამაგენერირებელი ობიექტებია, დროში ავაცილეთ ერთმანეთს სავაჭრო ქსელისა და სარესტორნე ქსელის გახსნა. ეს ნაბიჯი აჭარაში გადავდგით და იქ ღია სივრცეში ისინი იფუნქციონირებენ. შემდგომში ვიმსჯელებთ, რა პერსპექტივაა დანარჩენ საქართველოში ამ თვალსაზრისით",- აღნიშნა თურნავამ.