ბიზნესი
16/06/2020

საოჯახო სასტუმროები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

საოჯახო სასტუმროები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მცირე სასტუმროების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა 500-დან 30 ათასამდე ლარის გრანტით ისარგებლონ.

„ამ პროდუქტში 90% გრანტია და თანამონაწილეობაც 20%-დან 10%-მდე დავწიეთ, რადგანაც გვესმის დღეს მეწარმეს ნაკლები აქვს. ამ პროდუქტით დაფინანსებულ პროექტების უმეტესობა სწორედ საოჯახო სასტუმროებზე მოდის. მიკროგრანტების პროგრამა არის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. მინიმუმ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესს იწყებენ,  უჩნდებათ შემოსავლები და ხდება სერვისების დეცენტრალიზაცია“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას.

ხიდურელის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მიკროგრანტების პროგრამაში 60%-ზე მეტი იყო ე.წ „გადარჩენის კოეფიციენტი“, რაც მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, არის ძალიან მაღალი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023