ბიზნესი
16/02/2023

სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რიცხვი 41%-ით შემცირდა

2018-დან 2022 წლამდე პერიოდში, სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რიცხვი 41%-ით შემცირდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, 2022 წელს აპარატმა თბილისსა და რეგიონებში, ჯამში 384 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და სხვადასხვა სახის დარღვევისთვის 3 900 მითითება გასცა.

სამშენებლო ობიექტებზე ყველაზე მეტი, 213 ინსპექტირება თბილისში განხორციელდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, ობიექტზე გამოვლენილი დარღვევები ძირითადად სტანდარტული ხასიათისაა.

„დარღვევების უმრავლესობა რისკების შეფასებას უკავშირდება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ხშირად არ ხდება სწავლება-ინსტრუქტაჟის ჩატარება ან ფორმალურად არის განხორციელებული ესა თუ ის აქტივობა. ჩვენ გვინდა, უფრო სიღრმისეული მიდგომები არსებობდეს სექტორში და ორგანიზაციული კულტურა მეტად განვითარებული იყოს, რათა საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდეს,“-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

Businesspartner