ბიზნესი
01/10/2020

სამშენებლო სექტორი 2019 წელს 15%-ით გაიზარდა

2019 წელს მშენებლობის სექტორმა 15.2%-იანი ზრდა აჩვენა.

სექტორის ბრუნვამ გასულ წელს 8.26 მლრდ ლარს გადააჭარბა, 2018 წელს არსებული 7.17 მლნ-ის საპირწონედ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სექტორს ზრდის ტრენდი ჰქონდა.

14.4%-იანი ზრდაა პროდუქციის გამოშვებაში, რაც 8.9 მლრდ ლარს შეადგენს. ამ ზრდის მიუხედავად შემცირებული იყო დასაქმებულთა რაოდენობა 5.7%-ით. სულ სექტორში 69 956 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2016 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მთლიანობაში ბიზნეს სექტორისთვის 2019 წელი წარმატებული იყო. ბრუნვის მოცულობა წლიურად 25.9%-ით გაიზარდა და 109 მლრდ ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 14%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023