ბიზნესი
13/07/2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PwC-ი ჩაატარებს

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers ჩაატარებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს, დადგენილების პროექტი წარადგინა.

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche-მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​

Businesspartner