ბიზნესი
20/03/2020
საქართველში ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული
საქართველში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 6% იყო.
გასულ წელს 95 758 სახმელეთო ტრანსპორტის პოლისი იყო მოქმედი. წლიურ ჭრილში 26.2%-იანი ზრდაა.
გასულ წელს ავტომობილების დაზღვევიდან 112.01 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს კომპანიებმა. ამ ბაზარზე 26%-იანი წილი აქვს „თიბისი დაზღვევას“, 20% იკავებს „ალდაგი“, ხოლო 19.8%-ს „ჯიპიაი“.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 17-მა სადაზღვევო კომპანია 625 მლნ ლარის პრემია მოიზიდა
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება 157 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 25 მილიონი ლარი იყო.