ბიზნესი
19/06/2020

საქართველოში ტექნიკური დაშვებისთვის ფრენებზე მოთხოვნა იზრდება

ბოლო პერიოდში საქართველოში ტექნიკური დაშვებისთვის ფრენებზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, საქართველო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით საკმაოდ კონკურენტუნარიანი ქვეყანაა.

„ეს ეკიპაჟების დასვენებას და საწვავის შევსებას ითვალისწინებს. მათ შორის, სატვირთო თვითმფრინავებისთვის, რომელთა ეკიპაჟებიც საქართველოში ისვენებენ და ასევე ხომალდებისთვის საწვავს ავსებენ. 21 მარტიდან, როდესაც რეგულარული ფრენები შეწყდა, 2 ივნისის ჩათვლით განხორციელებულ ფრენებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, დაახლოებით 220%-იანი ზრდა გვაქვს. ვგულისხმობ რეისებს, რომელიც საქართველოში ტექნიკური მიზნებით დაეშვნენ. ხომალდები შეავსეს საწვავით და ეკიპაჟებმა დაისვენეს“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.

Businesspartner