საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით, 807,5 ათას ტონამდე გაიზარდა.
ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 250,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,1%-ია.
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 159,3 ათასი ტონა (19,7%),რუმინეთი - 152,9ათასი ტონა (18,9%),ბულგარეთი - 82,7 ათასი ტონა (10,3%); და სხვ.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 388 ათასი ტონა, რაც 15,4 ათასი ტონით ანუ 3,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403,4 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39%-ია. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 96,9 ათასი ტონა (25%), ბულგარეთი - 62,3 ათასი ტონა (16,1%); ყაზახეთი - 26,8 ათასი ტონა (6,9%),და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, 43,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს; რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%) და სხვ.